ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს შპს ,,დრესსლა" თქვენს პერსონალურ მონაცემებს. წინამდებარე დოკუმენტში განვმარტავთ პრინციპებს, რომლითაც ვხელმძღვანელობთ თქვენი პერსონალური მონაცამების დამუშავებისას, ასევე განვიხილავთ, თუ როგორ უზრუნველყოფს კანონმდებლობა თქვენი უფლებების დაცვას. ასევე დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ტიპის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს ჩვენი კომპანია თქვენ შესახებ მაშინ, როდესაც ხდებით ჩვენი მომხარებელი და როგორ ხდება ამ მონაცემების გამოყენება პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის. აგრეთვე, როგორ მუშავდება მონაცემები საქართველოს კანონმდებლობისა და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) შესაბამისად.
ჩვენ გპირდებით, რომ:
1. წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებული ტერმინები მხოლოდ აღწერილობითია და განმარტებულია კომპანიის სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე. განმარტებები შესაბამისობაშია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონთან და მათი ინტერპრეტირება კანონის საწინააღმდეგოდ დაუშვებელია.
2. პერსონალური მონაცემი (შემდგომში - მონაცემი) - ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება იდენფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს და გამოიყენება კომპანიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე.
3. განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი - მონაცემი, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს, გამოიყენება კომპანიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე და ავლენს ფიზიკური პირის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
4. მონაცემთა სუბიექტი - ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომლის შესახებ არსებული მონაცემი გამოიყენება კომპანიის მიერ საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე. ფიზიკური პირი შესაძლებელია იყოს იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი.
5. კომპანია შპს -,,დრესსლა"- - მონაცემთა დამმუშავებელი, რომელიც განსაზღვრავს მონაცემთა დამუშავების მიზნებსა და საშუალებებს, მეთოდებს, ფორმებს, ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოების ზომებს, ასევე, მონაცემთა სუბიექტის უფლებების რეალიზაციის გზებს.
6. უფლებამოსილი პირი - კომპანიის, შპს -,,დრესსლა"- მიერ, კანონის ან ხელშეკრულების საფუძველზე, მონაცემთა დამუშავების პროცესში ჩართული პირი, რომელიც მონაცემებს ამუშავებს კომპანიის სახელით ან/და მისი მიზნებიდან გამომდინარე. უფლებამოსილ პირად არ ჩაითვლება კომპანიასთან შრომით ურთიერთობაში მყოფი პირი.
7. მონაცემთა მიმღები - ნებისმიერი პირი, ვისაც კომპანიის საქმიანობის მიზნებიდან გამომდინარე, გადაეცა პერსონალური მონაცემი, მათ შორის, უფლებამოსილი პირი, კომპანიის ადმინისტრაციის თანამშრომელი, თანაშემწე, სტაჟიორი.
8. მონაცემთა დამუშავება - პერსონალური მონაცემის მიმართ განხორციელებული აქტიური ან/და პასიური სახის ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, ვიდეო და აუდიოკონტროლი. დამუშავება შეიძლება, ასევე, განხორციელდეს სრულად ავტომატური საშუალებებით, ნახევრად ავტომატური ან სრულად მექანიკური საშუალებებით.
შპს -,,დრესსლა"- წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ კომპანიას, რომელიც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი.
საიდენტიფიკაციო კოდი: 406537323
იურიდიული მისამართი: აეროპორტის დასახლება 120-ე კორპუსი, ბინა N 13
ტელეფონი: +995 599 55 63 95
ელ-ფოსტა: dressla.online@gmail.com
ჩვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ დამოუკიდებლად და ამ პროცესში არ ვიყენებთ სხვა უფლებამოსილი პირების მომსახურებას. თუმცა, შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, შპს -,,დრესსლა" მომსახურების გაწევის პროცესში, შესაძლოა, მოხდეს ჩვენს მიერ უფლებამოსილიპირ(ებ)ისათვის მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამჟღავნება ან/და მათთვის წვდომის უფლებისმინიჭება (მაგალითად, ვებ-გვერდის განახლების ტექნიკური სამუშაოების შესრულების ფარგლები, შეტყობინებების გაგზავნისთვის ტექნიკური დახმარების აღმოჩენა). ასეთ შემთხვევაში, პერსონალური მონაცემების გამჟღავნება/მათზე წვდომის უფლების მინიჭება მოხდება მხოლოდ ჩვენსა და შესაბამის უფლებამოსილ პირს შორის წერილობითი ფორმით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება უფლებამოსილი პირის ვალდებულება – მონაცემები დაამუშავოს მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებით, კონფიდენციალურობის დაცვით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესებისა და აკრძალვების მხედველობაში მიღებით.
მონაცემების დამუშავების პროცესში ვიცავთ შემდეგ პრინციპებს:
კანონიერებისა და სამართლიანობის პრინციპი – ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ კანონით დადგენილი წესებითა და საფუძვლებით. ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი უფლებების სათანადო დაცვას თანასწორობის (დისკრიმინაციის გამორიცხვის) პრინციპის დაცვით;
გამჭვირვალობის პრინციპი – მონაცემთა დამუშავების პროცესი გამჭვირვალეა თქვენთვის, მონაცემთა სუბიექტისთვის. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ და მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადებში;
მიზნის შეზღუდვის პრინციპი – ჩვენ ვამუშავებთ პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ იმ კონკრეტული მიზნით, რა მიზნითაც მოხდა მათი მოპოვება. თქვენი თანხმობით მოპოვებული მონაცემების სხვა მიზნით გამოყენებისთვის ხელახლა ვითხოვთ თქვენს თანხმობას;
მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპი – მონაცემებს ვამუშავებთ მხოლოდ იმ მოცულობით რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად, მიზნისა და მონაცემთა მოცულობის თანაზომიერების გათვალისწინებით;
მონაცემთა სიზუსტის პრინციპი - ჩვენ ვზრუნავთ რომ ჩვენთან დაცული პერსონალური მონაცემები იყოს ზუსტი და ნამდვილი. არაზუსტ მონაცემებს დაუყოვნებლივ ვასწორებთ ან ვშლით, როგორც თქვენი მოთხოვნის საფუძველზე, ასევე ჩვენს მიერ შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში;
ვადის შეზღუდვის პრინციპი – ჩვენ ვინახავთ მონაცემებს მხოლოდ იმ ვადით, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად. პერსონალურ მონაცემთა შენახვისათვის ჩვენ წინასწარ განვსაზღვრავთ კონკრეტულ ვადას ან ვუთითებთ ვადის განსაზღვრის კრიტერიუმს;
მონაცემთა უსაფრთხოების პრინციპი – მონაცემების უსაფრთხოების დაცვის მიზნით მონაცემთა დამუშავებისას ჩვენ ვიღებთ ისეთ ტექნიკური და ორგანიზაციული ზომებს, რომლებიც სათანადოდ უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას, მათ შორის, უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნები გამომდინარეობს შპს -,,დრესსლა" -ს საქმიანობის სფეროდან და დაკავშირებულია ჩვენი მომსახურების მიწოდებასთან, მომსახურების და მიწოდების ხარისხის გაუმჯობესებასთან, უსაფრთხოების ზომების დაცვასთან და შპს ,,დრესსლა" -ში - დასაქმებული პირების შრომითი საქმიანობის განხორციელებასთან.
ჩვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ შემდეგი კონკრეტული მიზნებით:
შემდეგი ცხრილი წარმოადგენს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში, ასევე შესაბამის სამართლებრივ საფუძველს:
| პერსონალური მონაცემების ტიპები | რა გზით მოვიპოვებთ ჩვენი პერსონალურ მონაცემებს? | ლეგიტიმური ინტერესები: | სამართლებრივი საფუძველი: |
|---|---|---|---|
| კომპანიის მომხარებლების სახელი, გვარი, სქესი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონულ ფოსტა, მისამართი, პირადი ან პასპორტის ნომერი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტო, ამ ინფორმაციის | თქვენთან მონაცემთა მოწოდება; თქვენი მოთხოვნების შესასრულებლად, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების შესაბამისი იდენტიფიცირებისა და ინფორმაციის მოწოდება; | თქვენი თანხმობა; თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და თქვენთვის სრულყოფილი ინფორმაციის მოწოდება; | ჩვენი კანონიერი ინტერესები; სახელშეკრულებო ვალდებულებები |
| (ორივე მხარე) მოქალაქეობა | მოწოდებისთვის, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბიზნესის განვითარებას; მარკეტინგული აქტივობების დასაგეგმად და განსახორციელებლად; დაახალი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზების მიზნით; თქვენზე მორგებული | პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება; მომხმარებლების საკანონმდებლო ფოკუს-ჯგუფის ვალდებულება განსაზღვრა; კომპანიის პარტნიორი ჩვენი კომპანიების ეფექტური მარკეტინგული აქტივობების შესამუშავებლად, მომხარებლების ურთიერთობისთვის განახლება, შემოსათავაზებლად და განსახორციელებლად; | ჩვენი კანონიერი ინტერესები; საკანონმდებლო მოვალეობების ეფექტურად შესრულება; |
| ეფექტურობის შესაფასებლად; პროდუქტების და მომსახურების გაუმჯობესების/შექმნის მიზნით სხვადასხვა კვლევის ჩასატარებლად; ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებასთან დაკავშირებით რჩევებისა რეკომენდაციების მისაღებად; ჩვენი პლატფორმების, პროდუქტებისა და მომსახურების განსავითარებლად/ სამართავად და სტატისტიკის წარმოებისთვის; ვებგვერდების და მისი კომპონენტების ადაპტირებისთვის | მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით; მომხმარებლისთვის შეთავაზებული ან მომხმარებლის მიერ ჩვენს პლატფორმებზე მოპოვებული ბენეფიტების მიღების უზრუნველსაყოფად; პროდუქტებისა და მომსახურების სამართავად მისაწოდებლად; მომხმარებლების ვალდებულებები გადახდების ეფექტურად განსახორციელებლად და სამართავად; ჩვენი და ჩვენს საკანონმდებლო მომხმარებლებთან | იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას მარკეტინგული სხვა აქტივობების | თქვენი თანხმობა; სახელშეკრულებო ვალდებულებები შესრულება; ჩვენი კანონიერი ინტერესები; ჩვენი საკანონმდებლო ვალდებულება |
| დაკავშირებული რისკების სამართავად; ჩვენთვის რელევანტური კანონებისა და რეგულაციების შესასრულებლად; საჩივრებზე რეაგირებისთვის და მათი მოგვარების გზების მოსაძიებლად; ჩვენი ბიზნესის ეფექტიანად და მართებულად წარსამართავად; ხელშეკრულებით ნაკისრი უფლებების განხორციელება | მოთხოვნების შესრულება | ვალდებულებების შესრულება | ჩვენთვის რელევანტურ საკომისიოებისა და რეგულაციებთან სამართავად; სხვა საკანონმდებლო ვალდებულება |
თქვენი უფლებები დაცულია საქართველოს კანონმდებლობითა და და მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგლამენტის (GDPR) შესაბამისად. შესაბამისად, ზემოაღნიშნული რეგულაციების საფუძველზე თქვენ უფლება გაქვთ, მოგვთხოვოთ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს. თქვენი მოთხოვნის შესაბამისად, კომპანია ვალდებული იქნება, მოგაწოდოთ მოთხოვნილი ინფორმაცია. ჩვენ უფლება გვაქვს, გამოვიყენოთ თქვენი პერსონალური მონაცემები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არებობს კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება არ არის თქვენთვის ზიანის მომტანი. არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემების დამუშავება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობისა და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
თქვენ გაქვთ უფლება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მიიღოთ შემდეგი სახის ინფორმაცია:
კანონმდებლობის შესაბამისად თქვენ უფლება გაქვთ:
ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რამაც შესაძლოა ხელი შეგვიშალოს დაუყოვნებლივ წავშალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.
პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა ამისათვის გაგვაჩნია თქვენი თანხმობა, კონკრეტული სახელშეკრულებო ან/და კანონისმიერი საფუძველი.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება არ არის თქვენთვის ზიანის მომტანი.
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით მოთხოვნის დაფიქსირების საჭიროების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: dressla.online@gmail.com
იმ შემთხვევაში, თუ ხდება თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის მიღმა, შპს -,,დრესსლა"- გადადგამს ყველა ნაბიჯს მონაცემების უსაფრთხოდ და ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად დამუშავების უზრუნველსაყოფად და მონაცემთა საერთაშორისო გადაცემას კომპანია განახორციელებს კანონმდებლობის დაცვით. აღნიშნული შესაძლოა განხორციელდეს სხვადასხვა გზით, მაგალითად:
ევროკომისიის გადაწყვეტილების არარსებობისას ან შესაბამისი გარანტიების, მათ შორის, სავალდებულო კორპორატიული წესების არარსებობის შემთხვევაში, პერსონალური მონაცემების მესამე ქვეყნისთვის ან საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემა ხორციელდება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემებს ვამუშავებთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად, მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საფუძველზე, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. სტანდარტულ შემთხვევაში ჩვენ არ ვამუშავებთ არასრულწლოვანის პერსონალურ მონაცემებს, თუმცა თუ სერვისის ყიდვისთვის/გამოყენებისთვის საჭიროა საიდენტიდფიკაციო მონაცემების - პირადობის თუ სხვა სახის ინფორმაციის წარდგენა და თქვენ ამ სერვისს თუ პროდუქტს ყიდულობთ არასრულწლოვანისთვის, ჩვენ არასრულწლოვნის პერსონალური მონაცემებს ვამუშავებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
ჩვენ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვაჯგუფებთ შემდეგნაირად:
| პერსონალური მონაცემების ტიპები | აღწერილობა |
|---|---|
| საკონტაქტო | თქვენს მიერ შეკვეთის გაფორმებისას მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია. |
| სახელშეკრულებო | დეტალური ინფორმაცია ჩვენ მიერ თქვენთვის მიწოდებული პროდუქტებისა და გაწეული მომსახურების შესახებ. |
| ლოკაციური | მონაცემები თქვენს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა კომპანიამ მოიპოვოს თქვენი მობილური ტელეფონის საშუალებით, კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან ან იმ ობიექტის ადგილმდეგარეობიდან, სადაც ახორციელებთ ოპერაციებს. |
| ქცევითი | დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს პროდუქტებს და მომსახურებას. |
| ტექნოლოგიური | ინფორმაცია იმ ტექნიკა/ მოწყობილობების შესახებ, რომლებსაც იყენებთ ჩვენი პროდუქტების/სერვისების/პლატფორმების სარგებლობისას. |
| საკომუნიკაციო | ინფორმაცია თქვენს შესახებ, რომელსაც კომპანია მოიპოვებს როგორც მატერიალური ფორმის ასევე ელექტრონული წერილებიდან, სატელეფონო და სხვა სახის საკომუნიკაციო არხებიდან, როგორც თქვენსა და ჩვენ შორის, ასევე თქვენსა და ჩვენს პარტნიორ(ებ)ს* შორის განხორციელებულ კომუნიკაციისას. |
| ფინანსური და ტრანზაქციული | ინფორმაცია თქვენი გადახდების შესახებ. ანგარიშის ნომერი, როცა ახდენთ სერვისის/ პროდუქტის ონლაინ შეძენას/ქირავნობას. |
| ღია წვდომის მონაცემები და საჯარო ჩანაწერები | საჯარო წყაროებში თქვენს შესახებ არსებული ინფორმაცია, მათ შორის, საჯარო საარჩევნო სიებში არსებული ინფორმაცია, ასევე, სხვა ინფორმაცია, რომელიც ინტერნეტში კანონიერად არის ხელმისაწვდომი |
| სოციალურ ურთიერთობებთან დაკავშირებული | ინფორმაცია თქვენი ოჯახის წევრების და საკონტაქტო პირების შესახებ, რომელსაც უთითებთ შეკვეთის გაფორმების დროს. |
| დოკუმენტური მონაცემები | სხვადასხვა ფორმატის დოკუმენტებსა და მათ ასლებში ასახული ინფორმაცია თქვენს შესახებ. ასეთ დოკუმენტებს მიეკუთვნება თქვენი პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი საბუთი, დაბადების მოწმობა, რეზიუმე, ავტომობილის მართვის მოწმობა, ავტომობილის ტექ პასპორტი/VIN კოდი და პიროვნების მაიდენტიფიცირებელი სხვა დოკუმენტი. |
| სხვადასხვა სერვისებთან დაკავშირებული მონაცემები და აუდიო-ვიდეო ჩანაწერი (სამხრე კამერები) | აუდიო/ვიდეო ჩანაწერი, რომელსაც კომპანია იღებს თქვენთვის სერვისის გაწევის დროს. სხვა დამატებითი ნებაყოფლობით ან სავალდებულო შესავსები ინფორმაცია/მონაცემები თქვენ შესახებ, რაც გასაზღვრულია სხვადასხვა სერვისის ფარგლებში. |
პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია კომპანიისთვის თქვენ მიერ მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან. თქვენგან მონაცემების მიღება ხდება შემდეგ შემთხვევებში:
ჩვენ უზრუნველვყოფთ თქვენი მონაცემების უსაფრთხო დაცვას და ამისათვის მივმართავთ ყველა საჭირო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომას. ჩვენ ვიცავთ თქვენს პერსონალური მონაცემებს არაავტორიზებული ან არაკანონიერი წვდომისაგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, დაზიანებისგან, გამჟღავნებისგან ან განადგურებისგან. პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზნის ამოწურვის შემდეგ ჩვენ რეგულარულად ვშლით და ვანადგურებთ პერსონალურ მონაცემებს ან ვინახავთ დეპერსონალიზებული სახით ჩვენი ანალიტიკური და სტატისტიკური მიზნებისთვის. ჩვენთან აფილირებული კომპანიები ამავე სტანდარტით იცავენ პერსონალურ მონაცემებს. ჩვენ მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებთან ან მესამე მხარესთან დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს სპეციალურ დებულებებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად.
თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში. აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ არაუმეტეს 3 წლის ვადით შემდეგი მიზეზების გამო:
თქვენი მონაცემების შენახვა შესაძლებელია მოხდეს 3 წელზე მეტი ვადით იმ შემთხვევაში, თუ მოკლებული ვართ მისი წაშლის შესაძლებლობას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გამო.
ჩვენი ვებგვერდის მომხმარებელთა/ვიზიტორების ქცევის მონიტორინგს ვახორციელებთ ე.წ. „მზა ჩანაწერების" (cookies-ის) საშუალებით იმისათვის, რომ ვიზიტორებს გავუადვილოთ ვებგვერდით სარგებლობა და გავაუმჯობესოთ მისი ფუნქციონირების ხარისხი. „მზა ჩანაწერები" მცირე ზომის ფაილებია, რომლებიც საიტზე ვიზიტისას ინახება მომხმარებლის კომპიუტერში, პლანშეტში ან მობილურ მოწყობილობაში. ისინი რჩება თქვენს მოწყობილობაში და საიტს უბრუნდება, როცა კვლავ ეწვევით იმავე მისამართს.
პლატფორმის გამოყენების დაწყებამდე, თქვენ გაქვთ საშუალება დაეთანხმოთ Cookies და მომხმარებელთა ქცევაზე დაკვირვების შესახებ შეტყობინებას „თანხმობა" ღილაკზე დაჭერით.
თუ გსურთ შეზღუდოთ Cookie ფაილები ან დაბლოკოთ ისინი ჩვენს პლატფორმაზე, ამის განხორციელება შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ, თუ არ დაეთანმხებით „Cookie პოლიტიკას" ან დაბლოკავთ ან წაშლით Cookie-ს ფაილებს, ჩვენ მიერ შემოთავაზებულმა ზოგიერთმა სერვისმა/ფუნქციონალმა შესაძლოა არ იფუნქციონიროს სრულყოფილად, რამაც შესაძლოა თქვენთვის გამოიწვიოს ჩვენი სერვისის მიღების სრულად ან ნაწილობრივ შეუძლებლობა.
თუ გსურთ, უკეთ გაიგოთ, როგორ ვიყენებთ „მზა ჩანაწერებს", ჩვენს საიტზე იხ. ჩვენი „Cookie პოლიტიკა".
თქვენი მონაცემები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად მოვიპოვებთ, შეიძლება დამუშავდეს ავტომატური გადაწყვეტილების მიღების პროცესში (პროფაილინგი). ავტომატური საშუალებებით თქვენი მონაცემების დამუშავების საფუძველი შეიძლება იყოს თქვენი თანხმობა, კანონმდებლობით ან/და ჩვენს შორის არსებული ხელშეკრულებით ჩვენთვის დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.
თქვენ უფლება გაქვთ, არ დაექვემდებაროთ მხოლოდ ავტომატიზებულად, მათ შორის, პროფაილინგის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც თქვენთვის სამართლებრივ ან სხვა სახის არსებითი მნიშვნელობის მქონე შედეგს წარმოშობს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროფაილინგის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება:
ჩვენს მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებს არ გადავცემთ სხვა პირებს გარდა:
თქვენი პერსონალური მონაცემები გამოიყენება ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის - მათი ცოდნა გვჭირდება იმისათვის, რომ მოგაწოდოთ თქვენზე მორგებული პროდუქტებისა და შეთავაზებების შესახებ ინფორმაცია. თქვენს მონაცემებს ვაგროვებთ იმ ინფორმაციიდან, რასაც თავად გვიზიარებთ, ასევე, იმ წყაროებიდან, რომლებზეც ხელი მიგვიწვდება, როდესაც ჩვენი მომსახურებით სარგებლობთ. თქვენს მონაცემებს შევისწავლით იმისათვის, რომ გავიგოთ, რა გსურთ ან რა გჭირდებათ, რა იქნებოდა თქვენთვის საინტერესო. ასეთი ფომით ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს თქვენთვის შესაფერისი.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ თანხმობას განაცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავებაზე, თქვენს პერსონალურ მონაცემებს გამოვიყენებთ მარკეტინგული მიზნებისთვის - მათი ცოდნა გვჭირდება თქვენზე მორგებული ჩვენი ან/და ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მომსახურების ან/და პროდუქტის შეთავაზებების თქვენთვის გასაცნობად.
წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის ფარგლებში „პარტნიორი ორგანიზაცია" წარმოადგენს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელიც უზრუნველყოფს/ხელს უწყობს თქვენთვის სერვისის/პროდუქტის შემოთავაზებასა და მომსახურების გაწევას.
თანხმობის გათხოვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონის მოთხოვნებს. დაგვიკავშირდით, თუ ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებთ. გამოთხოვის უფლება მაშინ არის შესაძლებელია (ან რელევანტური) როცა დამუშავების საფუძველი არის თქვენი თანხმობა. თანხმობის გათხოვის შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა ვერ შევძლოთ თქვენთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს საკანონმდებლო ან/და ჩვენი კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად. წინამდებარე ვერსია შეიქმნა 2026 წლის 13 იანვარს.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მოითხოვთ თქვენი უფლებების რელიაზებას (მონაცემთა შესწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება და ა.შ.), შეგიძლიათ მოგვწეროთ ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტებზე.
E-mail: dressla.online@gmail.com
დამატებით შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +995 599 55 63 95
აღნიშნული პოლიტიკის დოკუმენტი ექვემდებარება საჭიროებისამებრ განახლებას.
ტელეფონის ნომერი: +995 599 55 63 95
ელექტრონული ფოსტა: dressla.online@gmail.com