შ.პ.ს. „დრესსლა“ არის თანამედროვე ონლაინ მარკეტპლეის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ფიზიკურ პირებსა და საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებს და აძლევს მათ შესაძლებლობას განათავსონ განცხადებები ტანსაცმლისა და აქსესუარების გაყიდვისა და გაქირავების მიზნით.
პლატფორმაზე პროდუქციის გაყიდვა დასაშვებია მხოლოდ ახალი ნივთების შემთხვევაში. გასაყიდად განთავსებული ყველა ნივთი უნდა იყოს ახალი და შეესაბამებოდეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
რაც შეეხება გაქირავებას, პლატფორმა მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას განათავსონ როგორც ახალი, ასევე გამოყენებული (მეორადი) ტანსაცმელი და აქსესუარები, იმ პირობით, რომ ნივთის მდგომარეობა, გამოყენების ხარისხი და სხვა მნიშვნელოვანი მახასიათებლები სრულად და ზუსტად იქნება მითითებული განცხადებაში.
შ.პ.ს. „დრესსლა“ მოქმედებს როგორც შუალედური ციფრული სერვისი და არ წარმოადგენს კონკრეტული გარიგების მხარეს. პლატფორმაზე განთავსებული თითოეული პროდუქტის აღწერა, ფასი, მდგომარეობა, გაქირავების პირობები და გარიგების შესრულება სრულად ეკისრება შესაბამის გამყიდველს ან გამქირავებელს.
შ.პ.ს. „დრესსლა“ არ ახორციელებს პროდუქციის პირდაპირ რეალიზაციას, არ ფლობს და არ ამოწმებს პლატფორმაზე განთავსებულ ნივთებს და არ არის პასუხისმგებელი გარიგების შედეგებზე, გარდა იმ შემთხვევებისა, რაც გათვალისწინებულია პლატფორმის გამოყენების პირობებითა და მოქმედი კანონმდებლობით.
პლატფორმით სარგებლობა შეუძლიათ:
კლიენტის სურვილის შემთხვევაში, შ.პ.ს. „დრესსლა“ მომხმარებლებს სთავაზობს მიტანის დამატებით სერვისს, რომელიც მიზნად ისახავს ტრანზაქციის გამარტივებას. მიტანის სერვისი წარმოადგენს დამხმარე მომსახურებას და ხორციელდება პლატფორმის მიერ განსაზღვრული პირობებისა და მესამე მხარის ლოჯისტიკური პარტნიორების ფარგლებში. მიწოდება ხორციელდება დამოუკიდებელი მესამე მხარის ლოგისტიკური კომპანიების მიერ.
ჩვენი მიზანია შევქმნათ უსაფრთხო, გამჭვირვალე და სანდო სივრცე, რომელიც ხელს შეუწყობს ტანსაცმლისა და აქსესუარების პასუხისმგებლიან გამოყენებას, გაქირავების კულტურის განვითარებასა და მდგრადი მოხმარების ხელშეწყობას საქართველოში.